ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოჭორიშვილის კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, სამი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია

ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, კახა იშხნელის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების დრევანდელი სამი პაციენტი კლინიკაში ტემპერატურის მატებით 14 მარტს შეიყვანეს.

იშხნელის თქმით, ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ამასთან, საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი აცხადებს, რომ ცნობილია მათი ინფიცირების წყაროც

“ეს ადამიანები 14 მარტს შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. ოჯახური შემთხვევაა. საბედნიეროდ, გამოავლინეს მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება. ისინი ნამყოფი არიან საზღვარგარეთ, 11 მარტს ჩამოვიდნენ და თავისივე ინიციატივით გავიდნენ თვითიზოლაციაში და ვიცით, საიდან არის წყარო. ასევე, ვიცით კონტაქტების შესახებ. მინიმალური კონტაქტები არსებობს. ისინი საბედნიეროდ, კარგად არიან.

სიმპტომებიდან გამოხატული იყო ტემპერატურის ზომიერი მატება. ამ შემთხვევაშიც, მკურნალობის ფონზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს მკურნალობა დანიშნულების მიხედვით. მათ შორის არის არასრუწლოვანი, 15 წლის. რამდენიმე ქვეყნის გავლით ისინი მოგზაურობდნენ და რამდენიმე აეროპორტიც გამოიარეს“, – განაცხადა კახა იშხნელმა.

კახა იშხნელის თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სხვა პირები არ იმყოფებიან.

დღეს ახალი ტიპის კორონავირუს “კოვიდ-19”-ის ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევები  ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება და ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

საერთო ჯამში, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, საკარანტინო სოვრცეში1 575 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 275 რჩება.

 

 

 

 

 

იტვირთბა....