თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღეს გამოვლენილი ინფიცირებული ადამიანების კონტაქტები ამ ეტაპზე დადგენილი არაა და უცნობია, ისინი უკავშირდებიან თუ არა რომელიმე კლასტერს.
ენდელაძის ცნობით, სამი ახალი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში არ იმყოფება.
“დღევანდელი შემტხვევები ჩვენს კლინიკაში არ არიან მოთავსებული. რადგან ეს სრულიად ახალი ინფორმაციაა, მათი ეპიდ ანამნეზის შესახებ ვერაფერს ვიტყვით, არ ვიცით რომელი კლასტერიდან არის, ახალი შემთხვევაა, თუ არა”,- აცხადებს ენდელაძე.
დღეს ახალი ტიპის კორონავირუს “კოვიდ-19”-ის ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, საკარანტინო სოვრცეში1 575 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 275 რჩება.
დაინიფირებული პაციენტებიდან ერთი მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.