aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კერძო კლინიკები საჭიროების შემთხვევაში ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დღეს კერძო კლინიკების ხელმძღვანელ პირებს ესაუბრა.

კერძო კლინიკების ხელმძღვანელები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მიიღონ,

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თავდაპირველად გამოყენებული იქნება სახელმწიფო კლინიკები , თუმცა, ვინაიდან ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების ეტაპზე, ამ დროს კერძო სექტორის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.

კერძო კლინიკების ხელმძღვანელებმა ეფექტურად შეაფასეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები.

მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოსა და კერძო კლინიკებს შორის აქტიური კომუნიკაცია გაგრძელდება და ამ პროცესს  ჯანდაცვის სამინისტრო უხელმძღვანელებს.

 

იტვირთბა....