aviabiletebi
მთავარი ციტატა

“სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება” – თურნავა

„სურსათთან დაკავშირებით ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც ახლავს კორონავირუსის პრობლემას არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრგან. მთავრობასთან მოქმედი საგანგებო შტაბის დავალებით, ვამუშავებთ ისეთ მექანიზმს, რომლითაც რვა დასახელების პირველადი მოხმარების საქონელზე, საკვებ პროდუქტებზე ფასები იქნება რეგულირებული. ეს მექანიზმი იქნება შემოთავაზებული. ასევე მარაგები არის, ამ მარაგებში უნდა ჩავთვალოთ ის მარაგებიც, რომლებიც დღეს არის გზაში, უბრალოდ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ლარსზე შეიქმნა პრობლემა… სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნათია თურნავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში, ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 1592 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 262 ადამიანი რჩება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად  გამოაცხადა.

იტვირთბა....