aviabiletebi
მთავარი ციტატა

“გვაქვს, დაახლოებით, 2 000 საკარანტინო ადგილი – საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია გავაორმაგოთ”

„ამ მომენტისთვის დაკონტრაქტებული გვაქვს ათობით განთავსების ობიექტი, სხვადასხვა ზომის სასტუმრო საქართველოს მასშტაბით. გვაქვს, დაახლოებით, 2000 საკარანტინო ადგილი. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია, გავაორმაგოთ ეს რაოდენობა. მათ შორის ნაწილი არის დაკავებული, ნაწილი ივსება. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები პერიოდულად ჩამოსაყვანი არის ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, ამას ემსახურება „აირზენა“ და ჩვენ ვეხმარებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ თვითმფრინავებს და მოქალაქეებს უნდა დავხვდეთ გამზადებული თავისუფალი საკარანტინო სივრცეებით. ამ კუთხით გვაქვს სრული მზადყოფნა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნათია თურნავა – ეკონომიკის მინისტრი

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში, ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 1592 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 262 ადამიანი რჩება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად  გამოაცხადა.

იტვირთბა....