ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იჯარის გადასახადების შეჩერებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ყველა მუნიციპალიტეტს მიეცა” – ჩიქოვანი

“მეწარმეებისთვის იჯარის გადასახადების შეჩერებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ყველა მუნიციპალიტეტს მიეცა”, – აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

„თბილისის მერის, ბატონი კახა კალაძის ინიციატივა, მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული იჯარით გაცემული გადასახადების შეჩერებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სავაჭრო ობიექტებს, ხაზი მინდა გავუსვა, ეს რეკომენდაცია ასევე მიეცა ყველა სხვა მუნიციპალიტეტს, რათა ყველა ბიზნესმა, რომელიც სარგებლობს იჯარით, მუნიციპალურ სარგებლობაში არსებული ქონებებით სავაჭრო ობიექტებთან, მათ არ მოსთხოვონ მოიჯარეებს გადასახადი”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში, ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად  გამოაცხადა.

 

იტვირთბა....