ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შედეგად, გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. “რია ნოვოსტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვში გარდაცვლილია 79 წლის ქალი.

მედიასაშუალება რუსეთის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ პაციენტს, რომლის გარდაცვალების მიზეზიც პნევმონია გახდა, რამდენიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

შტაბში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი პაციენტის ახლო ნათესავები სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.

შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით, “კოვიდ-19”-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 8 810, ხოლო გამოჯანმრთელებულია 84 000 ადამიანი.

იტვირთბა....