aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას კომუნალური მხარდაჭერის პაკეტის შექმნის წინადადებით მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს ხელისუფლებას კომუნალური მხარდაჭერის პაკეტის შექმნის წინადადებით მიმართავს. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, რომან გოცორიძემ განაცხადა, აუცილებელია, საგანგებო ანტიკრიზისული ბიუჯეტის შექმნა.

“საჭიროა, დაუყოვნებლივ მიღებულ იქნას ისეთი ზომები, რომლებიც მოკლევადიან პერიოდში, მხარდაჭერას გამოუცხადებს ჩვენს მოსახლეობას…  საჭიროა, კომუნალური მხარდაჭერის პაკეტის შექმნა მთავრობის მიერ. თითოეული უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ოჯახებზე და ასეთი არის 60 000 დღეისთვის, უნდა შეიქმნას კომუნალური ვაუჩერი 100 ლარის ოდენობით თვეში, 4 თვის განმავლობაში. ეს არ არის დიდ ფინანსებთან დაკავშირებით. მას სჭირდება, დაახლოებით, 25 მილიონი ლარი. დღეს ბიუჯეტში ჩადებულია მხოლოდ მივლინებებსა და წარმომადგენლობით ხარჯებზე 100 მილიონი ლარი. ეს ფული არის თავისუფალი ბიუჯეტში. გარდა ამისა, მთავრობას აქვს სარეზერვო ფონდი, რომელიც შეადგენს 50 მილიონ ლარს. უნდა შეიქმნას 80-მილიონიანი მხარდაჭერის პაკეტი მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტის აი, ამ გამოთავისუფლებული სახსრების საფუძველზე. ამ 80 მილიონიდან პირველი 25 მილიონი უნდა დაიხარჯოს სწორედ კომუნალურ ვაუჩერებზე, დანარჩენი კი, სხვა სასწრაფო მხარდაჭერის პროგრამებზე”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში, ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად  გამოაცხადა.

იტვირთბა....