თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღის განმავლობაში კორონავირუსზე 9 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან.
როგორც ეზუგბაია განმარტავს, პაციენტის გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა, კერძოდ, ამ დრომდე ეს პერიოდი იყო ორი კვირა, ახლა კი სამ კვირამდე გაიზარდა.
რაც შჭეეხება პაციენტ ნომერ ორსა და ნომერ სამს, მათ განმეორებითი ტესტი სამი კვირის გავლის შემდეგ ჩაუტარდებათ.
“დღეს დილით აღებულია ცხრა პაციენტზე სინჯები და დღის ბოლოს გვეცოდინება პასუხები. გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა ზოგადად შეიცვალა, აქამდე მოცემული იყო ორი კვირა და გახანგრძლივდა სამ კვირამდე, ამიტომ აღარ ვჩქარობთ რიგით მეორე და მესამე პაციენტთან ტესტირებას და სამი კვირის თავზე ჩატარდება კორონავირუსზე ტესტი, შემდეგ კი ხელმეორედ გავუკეთებთ ანალიზს“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.
საქართველოში დღეს ვირუსის ინფიიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საბოლოო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 40 გახდა. მათგან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.
ამ დროისთვის ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, მათ შორის ერთ-ერთი 80 წელს გადაცილებული პაციენტია. მათ გარკვეულწილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ,
კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პირი რჩება.