ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადადება არ დაფიქსირებულა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში,  ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადადება არ დაფიქსირებულა.

ამის შესახებ „როიტერი“ წერსა, სადაც აღნიშნულია, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადადება არ დაფიქსირებულა.

თუმცა, სააგენტოს ინფორმაციით, გაიზარდა იმპორტირებული ინფიცირების შემთხვევები. ბოლო 24 საათში ჩინეთში უცხოეთიდან შესულ 21 პირს დაუდგინდა კორონავირუსი. მათი დიდი ნაწილი ჩინეთში ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩავიდა.

გასული კვირის შემდეგ, პეკინის საერთაშორისო აეროპორტში საერთაშორისო ფრენების მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობის დამატებით შემოწმება დაიწყო, რადგან მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება.

11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად  გამოაცხადა. ამის გამო ბევრმა ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და თითქმის ყველა მიმართულებით შეზღუდვები დააწესა.

იტვირთბა....