დაავადებათა კონტროლია და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება არა მარტო ციფრებით, არამედ ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებითაც.
აღნიშნული განცხადებით იმნაძე მთავრობისთვის მიცემული იმ რეკომენდაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ვირუსის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების შენელების ეტაპზე გადასულიყვნენ.
როგორც იმნაძე განმარტავს, ამ რეკომენდაციის გათვალისინება აუცულებელია, რადგან მაქსიმალურად თავიდან ავირიდოთ ის, რაც ბევრ განვითარებულ, ქვეყანაში მოხდა.
“ბევრი კითხვა გამოიწვია, რატომ ვამბობთ ამას. ჩვენ ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას არა მარტო ციფრებით, არამედ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გვერჩია მთავრობისთვის, გადავსულიყავით შემდეგ ფაზაზე, ანუ გავრცელების შენელების ფაზაზე. ეს არის ყველაფერი გაკეთებული, რათა მაქსიმალურად თავიდან ავირიდოთ ის, რაც მოხდა ძალიან ბევრ განვითარებულ, ქვეყანაში, როდესაც შემთხვევების უკონტროლოდ ზრდა დაიწყო უცბად”,- აცხადებს პაატა იმნაძე.
იმნაძე მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებსაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად თავიდან ავირიდოთ ქვეყანაში შემთხვევების ზვავისებური მატება”.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეზღუდვები სხვადასხვა მიმართულებით ამოქმედდა.დღეიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისშიც იკრძალება. შეზღუდვები ამოქმედდა კაფე-რესტორნებშიც. ამასთან, შეჩერებულია სასწავლო პროცესიც.