ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უცნობია ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო” – მარინა ეზუგბაია

ეზუგბაია

“ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი” – ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო საათებში არცერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა.

“ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი, დანარჩენ შემთხვევებში ინფიცირების წყარო – ყოველ შემთხვევაში მოგზაურობის ისტორია თითოეულ პაციენტზე არსებობს, ასევე ჩვენს პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პირების სია. მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ არის ცნობილი მკვეთრი წყარო.” – აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც გუშინ, 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ერთ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს.

იტვირთბა....