საფრანგეთში კორონავირუსით პარლამენტის 18 დეპუტატი დაინფიცირდა.
ინფორმაცია საფრანგეთის პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, საფრანგეთში კორონავირუსის 6600-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსს 148 ადამიანი ემსხვერპლა.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით სულ 185 067 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 80 236 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 7330 ადამიანი კი გარდაიცვალა.