aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ქადაგიძე ვერასოდეს შეძლებს მიიღოს კლანისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები”

“ნინო ქადაგიძის კანდიდატურას, კომპეტენციის პრობლემა შალვა თადუმაძისგან განსხვავებით არ გააჩნია, მაგრამ მას გააჩნია კეთილსინდისიერების და დამოუკიდებლობის პრობლემა. ის არის ასევე იმ კლანის წევრი, რომელიც დღეს მართავს სასამართლო ხელისუფლებას და ვერასოდეს შეძლებს მიიღოს კლანისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. ამიტომ  „ნაციონალური მოძრაობა“ რომც იღებდეს ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდა”.

aviabiletebi
ავიაბილეთები

თინა ბოკუჩავა – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე დაამტკიცა. მას მხარი დაუჭირა უმრავლესობის სრულმა შემადგენლობამ, 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი არცერთი იყო.

ნინო ქადაგიძის კანდიდატურას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა. მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეწ.   

შეგახსენებთ, 10 მარტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 12 ხმით შეარჩია.  საბჭომ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა განსახილველად პარლამენტს გაუგზავნა. დღევანდელ კენჭისყრამდე, კანდიდატს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმინეს, სადაც მან საკუთარ ხედვასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

იტვირთბა....