მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით სანიტარული ზომების ინსტრუქცია დაამტკიცა.
სანიტარული ზომების ინსტრუქციების მიხედვით, ზიარება ინდივიდუალურად, ერთჯერადი ჭურჭლით მოხდება.
ასევე დიდი ყურადღება მიექცევა სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვას. ინსტრუქციების მიხედვით, მღვდელმსახურებს შეეძლებათ ლიტურგიის დასრულების შემდეგ ჯვარი მრევლის წევრებს თავზე დაადონ, რათა მრევლი ჯვარს არ ემთხვიოს.
შეგახსენებთ, რუსეთში კორონავირუსით 93 ადამიანი დაინფიცირდა.