მთავარი ციტატა

“ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს, ესაა ქადაგიძის კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება”

“ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს. ეს არის მისი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება. ეს არის ორი ძირითადი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომელი კანდიდატიც არ უნდა წარმოედგინა იუსტიციის უმაღეს საბჭოს, ყველასთან დაკავშირებით ექნებიდა იგივე პოზიცია ოპოზიციას, აქედან გამომდინარე ეს არ იყო მოულოდნელი”.

ირაკლი კობახიძე – პარლამენტის უმრავლესობის წევრი

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე დაამტკიცა. მას მხარი დაუჭირა უმრავლესობის სრულმა შემადგენლობამ, 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი არცერთი იყო.

ნინო ქადაგიძის კანდიდატურას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა. მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეწ.   

შეგახსენებთ, 10 მარტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 12 ხმით შეარჩია.  საბჭომ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა განსახილველად პარლამენტს გაუგზავნა. დღევანდელ კენჭისყრამდე, კანდიდატს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმინეს, სადაც მან საკუთარ ხედვასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

იტვირთბა....