პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მხარი დაუჭირა.
ამის შემდეგ, პროტოკოლის მიხედვით, ქადაგიძის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, სადაც დეპუტატები მას კენჭს უყრიან. ნინო ქადაგიძეს იზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევად 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.
არსებული ინფორმაციით, ნინო ქადაგიძის კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე შესაძლოა, დღეს დადგეს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 12 ხმით შეარჩია. კანდიდატურის შესარჩევად საბჭომ კონსულტაცია უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებთან გამართა და აღნიშნული გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად მიიღო.