დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსების მომსახურების შეჩერება იმას უკავშირდება, რომ ამ სახეობის ტრანსპორტში ვირუსის გავრცელების მეტი საფრთხე არსებობს.
ამის შესახებ კალაზემ გამართულ ბრიიფნგზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისვე თქმით, ვინაიდან სასწავლო პროცესი შეჩერებულია და ბევრი ობიექტის მომსახურება შეზღუდულუი, სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით შედარებით ნაკლები ადამიანი გადაადგილდება, რაც ვირუსის გავრცელების ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს.
“როგორც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა უკვე აცნობა, ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება.
მოგეხსენებათ, ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნა სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან, მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სტრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომეტებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული.
იმის გათვალისწინებით, რომ ბაღებსა და სკოლებში სწავლება შეჩერებულია, შეზღუდულია მთელი რიგი სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის და შესაბამისად, ქალაქში დღის მანძილზე ნაკლები ადამიანი გადაადგილდება, მუნიციპალური ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით შევძლებთ მოსახლეობის მომსახურებას”,- აცხადებს კალაძე.
მერის ცნობით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება „თბილისის მიკროავტობუსის“ მენეჯმენტთან, რათა მათ მაოხერხონ, რომ არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავალის გარეშე.
“რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები”,-აღნიშნავს კალაძე.
ამასთანავე, კალაძის ინფორმაციით, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები.
“მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ ორი უკანა კარით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის.
ხვალიდან, ასევე, დროებით შეჩერდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას და ყველა ადამიანი უწყვეტად მიიღებს კუთვნილ სახელფასო თანხებს.
თბილისის მერია შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურ რეჟიმში მუშაობს ვირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის, თუმცა ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება, როგორც სახელმწიფოს გამართული მუშაობა, ისე საზოგადოების კონსოლიდაცია, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დისციპლინა. ქართველებს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ მძიმე მომენტებში შეგვიძლია გაერთიანება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა. ამ სიტუაციაში კი, რაც ასევე, განსაკუთრებულად მოგვეთხოვება თითოეულ ჩვენგანს, ეს დისციპლინა, თანმიმდევრულობა და რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინებააა”,- აცხადება კახა კალაძე.
დედაქალაქის მერი კიდევ ერთხელ მოუწოდებს თანამოქალაქეებს, მოერიდოთ სახალხო თავშეყრის ადგილებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქალაქში გადაადგილებას, დაიცვათ რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის, მუნიციპალური სერვისებით ისარგებლოთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.