„მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურად არ მინდა დავახასიათო წარმოდგენილი კანდიდატურა, ის განასახიერებს წარსულს და იმ ძალადობრივი სისტემის წარმომადგენელია სასამართლო სისტემაში, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა და მასთან საბრძოლველად იდეა შექმნა და ამ იდეით მოვიდა…. ქადაგიძის კანდიდატურის მხარდაჭერა არის წარსულთან ზავი და მე მოგიწოდებთ, რომ გადადოთ ეს საკითხი, არ დაუჭიროთ მხარი და არ უყაროთ კენჭი ამ კანდიდატურას.”
ეკა ბესელია – არლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მხარი დაუჭირა. ქადაგიძის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, სადაც მას პოსტზე დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
შეგახსენებთ, 10 მარტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 12 ხმით შეარჩია. კანდიდატურის შესარჩევად საბჭომ კონსულტაცია უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებთან გამართა და აღნიშნული გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად მიიღო.