მთავარი ციტატა

„რაღაც მომენტში შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაც”

„რაღაც მომენტში შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაც. ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს მკაფიოდ, დღევანდელი მონაცემებით იმ ობიექტური რეალობით და იმ შეფასებებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ამის აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამას მივიღებთ. ეს არის პროცესი, ეს არის მართვა მართვის პროცესი, როგორ ვებძროლოთ ვირუსს”

გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ მინისტრი

აღნიშნული განცხადება გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც გუშინ, 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ერთ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს.

 

იტვირთბა....