მთავარი ციტატა

“სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს გარანტი, რომ მოსამართლე დაცული იქნება ნებისმიერი გარე, თუ შიდა ზეწოლისგან”

“მოსამართლე დაცული უნდა იყოს არამხოლოდ გარე ზეგავლენისგან, არამედ სასამართლოს შიგნით არსებული შესაძლო ზემოქმედებისგან. გარე ზეგავლენის დაცვის აუცილებლობაზე უკვე აღარავინ კამათობს, მაგრამ შიდა ზეწოლების გამორიცხვის აუცილებლობა ხაზგასმით უნდა აღვნიშნო.  მოსამართლე უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი მითითებისა თუ ზეწოლისგან და ეს პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს თავმჯდომარის მხრდიან. თავმჯდომარე უნდა იყოს იმის გარანტი, რომ მოსამართლე დაცული იქნება ნებისმიერი გარე, თუ შიდა ზეწოლისგან

ნინო ქადაგიძე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მხარი დაუჭირა. ქადაგიძის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, სადაც მას პოსტზე დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

შეგახსენებთ, 10 მარტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 12 ხმით შეარჩია. კანდიდატურის შესარჩევად საბჭომ კონსულტაცია უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებთან გამართა და აღნიშნული გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად მიიღო.

იტვირთბა....