„ჩვენ ახლა ვმართავთ პროცესს იმისთვის, რომ პიკი იყოს მართვადი. პიკი დამოკიდებულია იმაზე, ჩვენი მართვის ხარისხი როგორი იქნება. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანი გახლავთ, რომ პიკში საერთოდ არ შევიდეთ… ჩვენი ამოცანა გახლავთ იმაში, რომ ეს ტრანსფორმაცია ჩვენ ქვეყანაში მოხდეს რაც შეიძლება ეტაპობრივად, რაც შეიძლება ეფექტურად და ნაკლები მსხვერპლის გაღების შედეგად. მსხვერპლს როდესაც ვამბობთ, არ ვგულისხმობთ მაინცდამაინც ადამიანების ჯანმრთელობას მხოლოდ, ჩვენ ყველას კარგად ხომ გვესმის, ამ ვირუსსაც გავუმკლავდებით, აქედანაც გამოვალთ, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ სწრაფად შევძლოთ იმ დაკარგული პოზიციების აღდგენა”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ მინისტრი
აღნიშნული განცხადება გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც გუშინ, 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ერთ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს.

