მთავარი ციტატა

“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ე.წ. კლანის ჩვეულებრივი წევრი წარადგინეს”

“სამწუხაროა, მაგრამ ამავე დროს მოსალოდნელი იყო, რომ ე.წ. კლანის ჩვეულებრივი წევრი იქნა წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ამის შესახებ ჩვენ და საზოგადოებას ინფორმაცია ისედაც გვქონდა. ხოლო მოსმენებზე, რომელიც პარლამენტში შედგა, მან ეს პრაქტიკულად დაადასტურა კითხვა-პასუხისას, როდესაც კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, რომ პოლიტიკურ პროცესში ხელისუფლების მხარადასაჭერად და ოპონენტების სალანძღავად მოსამართლეების ჩართვას მხარს უჭერს”.

გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველოს“ წევრი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მხარი დაუჭირა. ქადაგიძის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, სადაც მას პოსტზე დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

შეგახსენებთ, 10 მარტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 12 ხმით შეარჩია. კანდიდატურის შესარჩევად საბჭომ კონსულტაცია უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებთან გამართა და აღნიშნული გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად მიიღო.

იტვირთბა....