aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით პაციენტი შეიყვანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში  კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს.

პაციენტს კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებული ერთი ადამიანი მკურნალობს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ტემპერატურა არ აღენიშნება.

კლინიკაში მყოფი კიდევ ორი პაციენტის  ანალიზის პასუხები კი დღეს გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის აჭარის რეგიონში კარანტინში 300- ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი, 34-ე შემთხვევა დაფიქსირდა.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, 64 ადამიანი იმყოფება. კარანტინის რეჟიმში კი 1008 ადამიანი რჩება.

იტვირთბა....