ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარინა ეზუგბაიას თქმით, “კოვიდ-19”-ით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში “კოვიდ-19″-ით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, საიდანაც 14 პაციენტთან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, 1 პაციენტის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ამ ეტაპზე ჩვენთან დადასტურებული წევს 29 შემთხვევა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით, გამოხატული კლინიკით ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება მას დამადასტურებელი კვლევები კიდევ განმეორებით”, – აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....