უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე ავტობუსების, ავია და სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტის ბრძანდება გამოსცა.
შეზღუდვები ძალაში 18 მარტს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე შევა და აკრძალვების სიაში მოხვდება მეტროს მუშაობაც.
“ინფრასტრუქტურის სამინისტრო 18 მარტს, 12:00 საათიდან კრძალავს სარკინიგზო და ავია მიმოსვლას, ასევე საქალაქთაშორისო და ოლქებს შორის სამგზავრო ავტობუსების მოძრაობას. აიკრძალება მეტროპოლიტენების მუშაობა.
ქალაქებში იმოძრავებენ 10-ადგილიანი სამარშრუტო ტაქსები და ტაქსები, ასევე ტროლეიბუსები, ავტობუსები და ტრამვაი 20-მდე მგზავრით”, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირების 5 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.