იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. გასული დღე-ღამის მონაცემებით, გარდაცვლილია 249 ადამიანი. ჯამში კი ვირუს 2,158 ინფიცირებული ემსხვერპლა.
ქვეყანაში ასევე გაიზარდა დაინფიცირებულთა რიცხვი. დღევანდელი ინფორმაციით, იტალიაში ახალი კორონავირუსის 3,233 შემთხვევა ფიქსირდება, სულ 27,980 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით 179,223 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 78,285 გამოჯანმრთელდა, ხოლო 7,067 პირი გარდაიცვალა.