მთავარი ციტატა

“გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს იქ ვინმე ჩაეხუტა” – იმნაძე

“ვინც გუდაურში იყო, ვიცი რომ არის  ამაზე დიდი პანიკა. გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს იქ ვინმე ჩაეხუტა. ჩვენ მოვნახავთ ყველას, ვინც საჭიროა, დანარჩენებს შეუძლიათ  წყნარად, მშვიდად იყვნენ, თუ ძალიან ნერვიულობენ თვითიზოლაციაში იყვნენ სახლებში და თუ რაიმე სიმპტომი გამოუვლინდათ, რა თქმა უნდა  მიმართონ სამედიცინო სამსახურებს”

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

შეგახსენებთ, რომ  ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც 4-9 მარტს გუდაურში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. კორონავირუსი დაუდასტურდა სლოვაკეთის მოქალაქესაც, რომელიც ჩეხ ტურისტთან ერთად მოგზაურობდა.

იტვირთბა....