დღეს დილით უკრაინული დრონები იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაესხნენ თავს. ეს იყო ბოლო ობიექტი იმ ოთხი მსხვილი საწარმოდან, რომლებიც ამ დრომდე აწვდიდნენ საწვავს მოსკოვის ოლქს.
იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მანამდეც გამხდარა დრონების სამიზნე, თუმცა მედიისა და ეკონომიკური ანალიტიკოსების ცნობით, ეს ობიექტი იყო ბოლო მოქმედი მსხვილი საწარმო იმ ოთხი ძირითადი ქარხნიდან, რომლებიც ამ დრომდე მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს საწვავითა და ნავთობპროდუქტებით ამარაგებდნენ.
იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში სიდიდით მეხუთე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა, რომელსაც საათში 15,72 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია.
მოსკოვის რეგიონის მომმარაგებელი სამი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა – კაპოტნია [მოსკოვი], ნიჟნი ნოვგოროდის [ნორსი] და რიაზანის ქარხნები, წინა კვირების განმავლობაში სერიოზულად დაზიანდნენ. უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად მათ მუშაობა ნაწილობრივ, ან სრულად შეაჩერეს. იაროსლავლის ქარხანა რეგიონში ამ დრომდე ერთადერთი იყო, რომელიც სტაბილურად აგრძელებდა ფუნქციონირებას.

