“ჩეხი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, რომელსაც როგორც თვითონ ყვება სატელეფონო საუბრისას, 8 მარტს გამოუვლინდა სიმპტომები, გაემგზავრა ჩეხეთში და მისი დიაგნოსტირება მოხდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, რის შემდეგაც მას ჰქონდა კონტაქტი ჩვენს საელჩოსთან ისევე, როგორც სასტუმროების იმ წარმომადგენლებთან, სადაც ის იმყოფებოდა და დაუდასტურდა, რომ აქვს კორონავირუსი. ეს გახდა გარკვეულწილად იმის ბიძგი, რომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და სამთო კურორტებზეც, ისევე როგორც ყველა სხვა დახურულ სივრცეზე დავაწესებთ შეზღუდვებს“
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც 4-9 მარტს გუდაურში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. კორონავირუსი დაუდასტურდა სლოვაკეთის მოქალაქესაც, რომელიც ჩეხ ტურისტთან ერთად მოგზაურობდა.