ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

ბოლო ერთი დღის განმავლობაში, თურქეთში ახალი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საბოლოო ჯამში კი ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.

ეს თურქეთში ერთ დღეში კორონავირუსის შემთხვევების მატების ყველაზე დიდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტებიდან 7 ქვეყანაში ევროპის ქვეყნებიდან ჩავიდა, 3 აშშ-დან, 2 შემთხვევა კი მანამდე დაფიქსირებულ შემთხვევებთანაა დაკავშირებული.

თურქეთში ინფიცირების პირველი შემთხვევა 11 მარტს დაფიქსირდა.

იტვირთბა....