ისრაელის პრემიერ მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა, როგორც ამას სააგენტო “როიტერსი” იტყობინება.
პრემიერის გარდა, “კოვიდ-19”-ზე ტესტი მაღალი რანგის რამდენიმე პირმაც გაიკეთა და ახალი კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში, ბოლო მონაცემებით, ახალი ვირუსის 213 შემთხვევაა დაფიქსირებული.