იტალიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების შედეგად 250 ადამიანი დაიღუპა. განცხადება აღნიშნულის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანჯელო ბორელიმ გააკეთა.
ქვეყანაში ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1 266 შეადგინა, დაინფიცირებული კი, 14 955 პირია.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, “კოვიდ-19”-ს 5 373 ადამიანი ემსხვერპლა. დაავადებულთა რაოდენობა 142 766-ია.