ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აბასთუმნის ფილტვის ცენტრის საკარანტინო ზონაში 17 პირს აკვირდებიან

აბასთუმნის ფილტვის ცენტრის საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 17 პირს აკვირდებიან. მათგან ერთი მცირეწლოვანი გოგონაა.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრის დირექტორის, რევაზ ჟღენტის განცხადებით, კარანტინში მოთავსებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისი თქმით, საკარანტინო სივრციდან ხვალ იმ სამ პაციენტს გაუშვებენ, რომლებმაც საკარანტინო ვადა დაამთავრეს.

„აქამდე გვქონდა სამი ერთმანეთისგან გამოყოფილი სივრცე, ახლა დაემატა მეოთხე, რამაც საშუალება მოგვცა, ჩვენს შენობას შემატებოდა 12 დამატებითი საიზოლაციო ოთახი. ამ მომენტისათვის დაწესებულებაში არის 38 სრულფასოვანი ოთახი, სადაც შეიძლება შემოყვანილი პაციენტები განთავსდნენ. გუშინ შემოვიდა ჩვენთან 4 პაციენტი, ორი სარფის საბაჟოდან, ორი ახალციხიდან, ხვალ დილისთვის იგეგმება სამი პაციენტის გაშვება, რადგან მათ დაამთავრეს საიზოლაციო ვადა“ ,- განაცხადა აბასთუმნის ფილტვის ცენტრის დირექტორმა.

იტვირთბა....