ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გაერო-ს შტაბ-ბინაში ფილიპინების მისიის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

გაერო-ს შტაბ-ბინაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.  “სიენენის” ცნობით, ფილიპინების მისიის წევრ დიპლომატ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გაერო-ს პრესსპიკერის, სტეფან დიუჟარიკის განცხადებით, ინფიცირებული ფილიპინელი დიპლომატი გაერო-ს შტაბ-ბინაში 9 მარტს იმყოფებოდა, რა დროსაც შეხვედრა სხვა მისიის ორ დიპლომატთან ჰქონდა.

როგორც გაერო-ში ფილიპინების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კირა აზუსენამ განაცხადა, ფილიპინური მისია დახურულ რეჟიმში იმყოფება.

გაერო-ს შტაბ-ბინაში, კორონავირუსის გამოვლენის გამო, 13 მარტს დაგეგმილი რამდენიმე სხდომა გაუქმდა.

იტვირთბა....