ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩინეთმა საქართველოს 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონავირუსის სწრაფი ტესტი აჩუქა

ჩინეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ჩინურმა მხარემ საქართველოს კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა.

კერძოდ, საქართველოს გადაეცემა დაახლოებით 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 1000 ცალი სწრაფი ტესტი შესაბამისი აღჭურვილობით. მათივე ცნობით, ტესტი, ასევე, გამოიყენება სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენადაც.

საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სიჩუანის პროვინციის მთავრობას მხარდაჭერისთვის.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....