„ვიცოდით, რომ უარყოფითი ჰქონდათ, მაგრამ ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ რვა ადამიანს გუშინ გაუკეთდა რეტესტირება, რათა დაგვედგინა, არიან თუ არა კორონავირუსის მატარებლები. ჩვენთან დაკვირვების ყოფნის პერიოდში ზოგიერთს გამოეხატა ტემპერატურული რეაქცია და ამიტომ ჩატარდა რეტესტირება. რეტესტირების რეჟიმში გუშინ ღამევე მივიღეთ პასუხები, რომ აქვთ ნეგატიური ტესტი და მათგან უმრავლესობა დღეს კლინიკას დატოვებს. ამით დამთავრდა საკარანტინო ვადა ამ პიროვნებებისთვის. რაც შეეხება დანარჩენებს, კვლავ დაკირვების ქვეშ რჩებიან და როგორც კი დაკვირვების ვადა ამოიწურება, მათაც გავათავისუფლებთ. დღეს ვფიქრობთ, რომ რვა ადამიანიდან ექვსი მაინც დატოვებს კლინიკას“
ლევან გოფოძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი
შეგახსენებთ, საუბარია რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებზე, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული.