aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბიზნესის სტიმულირების კომპლექსურ გეგმას ძალიან მალე წარადგენს” – თურნავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბიზნესის სტიმულირების გეგმას ძალიან მალე წარადგენს.

ნათია თურნავას თქმით, გეგმაზე მუშაობა დაწყებულია და დღის განმავლობაში დოკუმენტი დაიხვეწება.

„პრემიერ მინისტრმა დღეს ეკონომიკურ გუნდს მოგვცა დავალება, დღის ბოლომდე შევიმუშაოთ ბიზნესის სტიმულირების ერთიანი, კომპლექსური გეგმა. ჩვენ ამაზე უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა. დღის განმავლობაში დავხვეწთ ამ გეგმას. ძალიან მალე მოხდება ამ გეგმის გასაჯაროება. ყველაფერი დაიწყო ტურიზმის ინდუსტრიის წახალისების ღონისძიებებზე მუშაობით, მაგრამ დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ, კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევის წინაშე მზად ვართ, რომ უფრო კომპლექსური გეგმა შევთავაზოთ ეკონომიკასა და ბიზნესს, რომელიც არა მხოლოდ ტურიზმს მოიცავს, არამედ ზოგადად ბიზნესის სტიმულირებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივად გადავლახავთ ან შევარბილებთ ამ გამოწვევას.

მსოფლიო არის კონსოლიდირებუილი, მაგრამ საჭიროება გვიჩვენებს, რომ ჩვენ უკვე წინმსწრებად, სანამ ნეგატიური ზეგავლენა მოხდება ჩვენს ეკონომიკაზე, უნდა დავიწყოთ ზრუნვა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებებზე, ზრუნვა ბიზნესზე, დასაქმებაზე. სწორედ ამ სულისკვეთებით იქნება განმსჭვალული გეგმა, რომელსაც შევთავაზებთ საზოგადოებასა და ბიზნესს. ტურიზმი, რა თქმა უნდა, იქნება ამ გეგმის ცენტრალური ნაწილი, რადგან ტურისტული ინდუსტრია არის  ფრონტის ხაზზე პირველი ინდუსტრია, რომელიც ზარალდება სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ შეგნებულად მივმართავთ იზოლაციას ჩვენი მოსახლეობის დასაცავად, ასევე სხვათაშორის, მომავალი ტურისტიც დავიცვათ იმისგან, რომ საქართველო არ გახდეს ვირუსის მაღალი გავრცელების კერა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკურ გუნდს ეკონომიკური სტიმულირების გეგმის წარდგენა დაავალა, რომელიც ხვალიდან განხორციელდება.

იტვირთბა....