„იტალიაში გვყავდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაინფიცირებული იყო კორონავირუსით, ის გადიოდა შესაბამის პროცედურებს საავადმყოფოში. ჩვენი მოქალაქე უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ეს ძალიან კარგი ცნობაა ჩვენთვის. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან მაინც უნდა გაიაროს საკარანტინო პროცედურები და დარწმუნებული ვარ, ის ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს“
დავით ზალკალიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევა დადასტურდა.
იტალიაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტს, კორონავირუსი 4 მარტს დაუდასტურდა. ის სამკურნალოდ რომის კლინიკაში გადაიყვანეს.
ბოლო 24 საათში, იტალიაში კორონავირუსის ინფექციით196 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში სულ ახალი ტიპის ვირუსით 827 ადამიანია გარდაცვლილი. ხოლო, ინფიცირების 12 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.