ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“მსგავსი განცხადებები პანიკას იწვევს” – ჩეხეთის პრემიერი მერკელის განცხადებაზე

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ კოორნავირუსთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის განცხადებამ შესაძლოა პანიკა გამოიწვიოს.

ინფორმაციას ბაბიშის გაცხადების შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჩეხურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„არ მსურს, კომენტარი გავაკეთო გერმანიაში შექმნილ მდგომარეობაზე, თუმცა მჯერა, რომ მსგავსი განცხადებები უფრო პანიკას იწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ მკაცრი ზომები, რომ ასეთი ყველაზე ცუდი სცენარები არ განიხილებოდეს“, – განაცხადა ბაბიშმა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, რომ კორონავირუსით მოსახლეობის 70% დაინფიცირდება,

“როდესაც ვირუსი უკვე ვრცელდება, ადამიანებს არ აქვთ იმუნიტეტი, არ არსებობს სამკურნალო პრეპარატი, მოსახლეობის 60-70% დაავადდება,” – განაცხადა მერკელმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ “დრო უნდა მოიგონ”.

იტვირთბა....