თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ იტალიიდან ევაკუირებული 7 მოქალაქე შეიყვანეს.
მოქალაქეების გადაყვანა “რესპუბლიკური საავადმყოფოს” საკარანტინო სივრციდან მოხდა.
აღნიშნული 7 მოქალაქე საქართველოში გუშინ, 10 მარტს იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოფრინდა. როგორც ცნობილია, მათ შემოწმებისას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ.
ინფექციურ საავადმყოფიში შეყვანილ 7 მოქალაქეს “კოვიდ-19”-ზე აუღებენ ნიმუშებს, რომელსაც ლუგარის ცენტრში გადააგზავნიან.
შეგახსენებთ, რომ 10 მარტს, საქართველოში იტალიიდან ორი სპეციალური რეისით 200-მდე ადამიანის ევაკუირება მოხდა. ევაკუირებული მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საკარანტინო სივრცეეში გადაიყვანეს.