ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსის სიმპტომებით ქალბატონი შეიყვანეს.
პაციენტი 2 მარტს იტალიიდან დაბრუნდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 40 წლამდე ქალბატონს, დღეს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს.
კვლევის შედეგები სავარაუდოდ საღამოს გახდება ცნობილი.