ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოთ” – დეკანოზი ტაძრების დეზინფექციაზე

ჩვენ მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოთ, – ამის შესახებ  საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

დეკანოზის ინფორმაციით, არსებობს იმპორტიორი კომპანია, რომელსაც შემოაქვს სადეზინფექციო ხსნარები. ეს კომპანია  საპატრიარქოს მითითებით, ტაძრებს, სადაც იქნება მზაობა დეზინფექციის ჩატარებისათვის, საჭირო რაოდენობის ხსნარებს მიაწვდის.

„ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალური გახდა ტაძრების დეზინფექციის საკითხი. როგორც საქართველოს საპატრიარქოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, არსებობს იმპორტიორი კომპანია, რომელსაც შემოაქვს სადეზინფექციო ხსნარები. აღნიშნულმა კომპანიამ გამოხატა მზადყოფნა, საპატრიარქოს მითითებით, ტაძრებს, სადაც იქნება მზაობა დეზინფექციის ჩატარებისათვის, მიაწოდოს საჭირო რაოდენობის ხსნარი და ჩატარდეს დეზინფექცია, გაიწმინდოს იატაკები, სკამები, კარის სახელურები, რაც შეეხება ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, მათ ისედაც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ასუფთავებენ სპირტნარევი ვარდის წყლით.

ამასთან, როგორც საქართველოს საპატრიარქოს განუცხადეს, აღნიშნული კომპანიიდან დღეს დაუკავშირდებიან. აქედან გამომდინარე, საპატრიარქო მოლოდინის რეჟიმშია და დღეიდან ელის კომპანიის წარმომადგენლებთან უშალო ურთიერთთანამშრომლობის დაწყებას.

როგორც კი ეს კომუნიკაცია შედგება, ახალი ინფორმაცია მაშინვე ეცნობება საზოგადოებს. ჩვენ მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოთ“ – წერია დეკანოზის განცხადებაში.

 

იტვირთბა....