საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნულ ჩემპიონატს პირველ აპრილამდე აჩერებს. ამის შესახებ მათ საგანგებო განცხადება გაავრცელეს.
სფფ- ის ცნობით, შეზღუდვა სფფ-ის ეგიდით გამართულ ყველა ჩემპიონატს, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატებს ეხება
„მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების პირველ აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.