„ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პირველად იქნება წარმოდგენილი შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ეხება საარჩევნო კანონმდებლობას. არამგონია აქ რამე პრობლემა იყოს, მაგრამ ჩვენ ბიუროს მაინც არ დავესწრებით, ვინაიდან შეთანხმება არის პაკეტზე – ერთი მხრივ საარჩევნო ცვლილებებსა და მეორე მხრივ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. როდესაც ორივე მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული და შეთანხმება მთლიანად შესრულდება, მაშინ დავუბრუნდებით საპარლამენტო მუშაობას და მხარს დავუჭერთ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს“
რომან გოცირიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა