იამაიკაზე ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
იამაიკის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფიცირებულია იამაიკელი ქალი, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან 4 მარტს დაბრუნდა.
ახალი კორონავირუსის გამო, იამაიკამ ფრენებზე შეზღუდვა ჩინეთთან, იტალიასთან, სამხრეთ კორეასთან, ირანთან, სინგაპურთან, ესპანეთთან, საფრანგეთსა და გერმანიასთან დააწესა.
შეგახსენებთ, ახალი ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა თურქეთშიც, სადაც “კოვიდ-19” ევროპიდან დაბრუნებულ თურქეთის მოქალაქეს დაუდგინდა.
აღსანიშნავია, რომ “კოვიდ-19”-ის შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია ჩინეთში.