ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ კორონავირუსის საფრთხესთან მიმართებაში, საჭიროა ოქროს შუალედის დაჭერა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლენა.
მისი თქმით, მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რომ მთელი მსოფლიო გადასულია სხვა რეჟიმზე.
„მოდი ვთქვათ, ჩვენ ცოტა განებივრებულები ავღმოვჩნდით ქართველები ამ სიტუაციაში. სწორედ იმიტომ, რომ ჯერჯერობით ჩვენთან ეპიდემიის მასშტაბები მინიმალურია. მოქალაქეებს მართალია, თითქოს ესმით ამ ეპიდემიის მნიშვნელობა და ხედავენ სხვა ქვეყნების მაგალითს, მაგრამ კიდევ გეუბნებით, შესამჩნევია, ის ნიშნები. პანიკა რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, მაგრამ არც მეორე უკიდურესობა არ არის საჭირო, სრული თვითდამშვიდება, ჩვენი მოქალაქეები ცოტა განებივრებულები არიან. ჩვენ უნდა გავიაზრთოთ, რომ მთელი მსოფლიო გადასულია სხვა რაჟიმზე. როდესაც ქვეყნები იქცევიან, არა ისე, როგორც მათი სურვილი იქნებოდა და მათთვის კომფორტული იქნებოდა, არამედ ისე, როგორც საჭიროა. ჩვენთან ჯერჯერობით ასეთი მკაცრი ზომების, ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზომების გატარება არ არის საჭირო, მაგრამ ვიქონიოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ არ გახდეს ასეთი ზომების მიღება საჭირო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.