დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად მე-6 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილ 80 წლის მამაკაცს ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
დიდ ბრიტანეთში, ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 321 შემთხვევა ფიქსირდება.