„ჩვენ ეპიდემიის მხოლოდ დასაწყისში ვართ”, – აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, სასწრაფო სამედიცინო ცენტრში ვიზიტისას განაცხადა.
“ეს მოსალოდნელი იყო და ამისთვის მზად ვართ. აქ შესანიშნავი პროფესიონალების გუნდს შევხვდი. ისინი ინოვაციურები და მამაცები არიან. ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად 30 ადამიანია გარდაცვლილი.