ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდა

იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდება.

ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა. პრემიერ – მინისტრის თქმით, ყველა მოქალაქე თვითიზოლაციაში უნდა დარჩეს და გადაადგილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ეს სამუშაოს, საგანგებო სიტუაციას, ან ჯანმრთელობას უკავშირდება.

იტალიაში კარანტინი 10 მარტიდან 3 აპრილამდე გაგარძელდება.

 

 

იტვირთბა....